COSERE | 21 2.3.6. ვიქტორ ჰაროლდ ვრუმი – მოლოდინის თეორია. ვრუმის თეორია ეყრდნობა დაშვებას, რომ ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ სიამოვნების მაქსიმიზაციას და ტკივილის მინიმიზაციას. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები მოიქცევიან რომელიმე კონკრეტული ფორმით, რათა საუკეთესო შედეგი ან ჯილდო მიიღონ. თეორია ეყრდნობა იდეას, რომ რაც უფრო მეტად ღირებულია შედეგი თანამშრომლისთვის, მით უფრო მოტივირებული იქნება ის შედეგის მისაღწევად. რაც უფრო მეტ ძალისხმევას დებს დასაქმებული წარმატებისკენ სვლაში, მით უფრო დარწმუნებულია, რომ სასურველ ჯილდოს მიიღებს. მოტივაციას, ძალისხმევასა და შესრულებას შორის კავშირის დასადგენად, „მოლოდინის თეორია“ გვთავაზობს სამ ცვლადს: მოლოდინი, ინსტრუმენტი და ვალენტობა. მოლოდინი (E) თუკი დასაქმებული არ იშურებს ძალისხმევას, მას გარკვეული შედეგის მიღების მოლოდინი აქვს. თუ დასაქმებული ვერ მიიღებს სასურველ შედეგს, მას აღარ ექნება მოტივაცია, რომ კვლავ დახარჯოს ენერგია და, შესაბამისად, არ იქნება კმაყოფილი შედეგით. ინსტრუმენტი (I) დასაქმებულმა შესაძლოა გასწიოს ძალისხმევა და მიიღოს მოსალოდნელი შედეგი, მაგრამ თუ დასაქმებულს არ სჯერა, რომ მიღებული შედეგი მას ჯილდოს მიღებაში დაეხმარება, მას მოტივაცია გაუქრება. შესაბამისად, შედეგი არ მიიღწევა და დასაქმებულიც უკმაყოფილოა. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯილდო შესაძლოა ყოველთვის არ იყოს ის, რისი მოლოდინიც თანამშრომელს თავდაპირველად ჰქონდა. ვალენტობა (V) ვალენტობა ნიშნავს, თუ რამდენად ღირებულია მიღწეული შედეგი, თუკი საერთოდ ღირებულია. რაც უფრო მეტად აფასებს დასაქმებული კონკრეტულ ჯილდოს, მით უფრო კმაყოფილი იქნება გაღებული ძალისხმევით. ჯილდო არ არის აუცილებელი იყოს გრანდიოზული რამ, არამედ საკმარისად მნიშვნელოვანი თანამშრომლისთვის. ეს შეიძლება იყოს ბონუსი, დამატებითი შვებულება ან უბრალოდ ცოტათი მეტი აღიარება. მოტივაციის ძალა (MF) = მოლოდინი (E) x ინსტრუმენტი (I) x ვალენტობა (V) თუკი E, I ან V ნულის ტოლია, მაშინ განტოლება ვერ სრულდება, რაც ნიშნავს, რომ მოტივაცია დაბალია ან არ არსებობს.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=