COSERE_WP4_Handbook_KA

22 | COSERE 2.3.7. ედვარდ დესი და რიჩარდ რაიანი - თვითგამორკვევის თეორია. თვითგამორკვევის თეორია (SDT) არის ადამიანის მოტივაციისა და პიროვნების მაკროთეორია, რომლის თანახმად ადამიანებში უკვე ჩადებულია ზრდისკენ მიდრეკილება და ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები. თეორია განმარტავს, თუ რა ამოტივირებს ადამიანებს გააკეთონ არჩევანი, გარე გავლენებისა და ყურადღების გამფანტავი ფაქტორების არარსებობის პირობებში. SDT ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რამდენად არის ადამიანის ქცევა თვითმოტივირებული და თვითგანსაზღვრული. შინაგანი მოტივაცია გულისხმობს ქმედების ინიციირებას, რადგან ის თავისთავად საინტერესო და სასიამოვნოა, განსხვავებით ისეთი ქმედების შესრულებისგან, რომლის დანიშნულებაც გარე მიზნების მიღწევაა (გარეგანი მოტივაცია). მოტივაციების ტაქსონომია აღწერილი იქნა მოტივაციის ინტერნალიზების ხარისხზე დაყრდნობით. ტერმინი ინტერნალიზაცია ნიშნავს აქტიურ მცდელობას გარდაიქმნას გარეგანი მოტივაცია სასურველ ღირებულებად და ამით მოხდეს ქცევითი რეგულაციების ასიმილაცია, რომლებიც თავდაპირველად გარედან მომდინარე იყო. სამი ძირითადი ფსიქოლოგიური მოთხოვნილება წარმოშობს თვით-ინიციირებულ ქცევას და განსაზღვრავს აუცილებელ ინგრედიენტებს ინდივიდუალური ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. ეს მოთხოვნილებები უნივერსალურია და მოიცავს ავტონომიის, კომპეტენციებისა და კავშირურთიერთობების შინაგან მოთხოვნილებას. ტერმინი გარეგანი მოტივაცია გულისხმობს ქმედების შესრულებას ცალკე მდგომი შედეგის მისაღწევად და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება შინაგან მოტივაციას, რომელიც გულისხმობს ქმედების შესრულებას თავად ქმედებაში ჩადებული კმაყოფილების მისაღებად. გარკვეული მოსაზრებებისგან განსხვავებით, რომლებიც გარედან მოტივირებულ ქცევას ცალსახად არაავტონომიურად განიხილავენ, SDT ამტკიცებს, რომ გარეგანი მოტივაცია შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს თავისი ფარდობითი ავტონომიით. (2000_RyanDeci_SDT. pdf).

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=