COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 33 4. ჩართული დაკვირვება (დამკვირვებელი მოსწავლის როლში) „ჩართული“ დაკვირვების დროს, მასწავლებელი არა მხოლოდ გარე დამკვირვებელია, არამედ მთლიანად ჩართულია იმ კომპონენტებში, რომელთა გაანალიზებასაც შემდგომში აპირებს. დამკვირვებლის მიზანია, შეაფასოს, რამდენად კარგად ესმით მოსწავლეებს მასწავლებლის მიერ მიწოდებული მასალა და მითითებები, მართლაც არიან თუ არა დაინტერესებულნი გაკვეთილის თემით. არსებითად, აღნიშნული მეთოდი გაკვეთილის მოსწავლის გადმოსახედიდან შეფასების შესაძლებლობაა. 5. თვითდაკვირვება ეს მეთოდი მასწავლებელს ეხმარება გაიუმჯობესოს ობიექტური თვითშეფასების, ასევე სასწავლო პროცესის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირების უნარი. თვითდაკვირვების მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, პედაგოგმა წინასწარ უნდა შეიმუშაოს თვითდაკვირვების სქემა, რომელსაც სახელმძღვანელოდ გამოიყენებს ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისას. თვითდაკვირვება უფრო მეტად ობიექტური და ღირებულია, როდესაც დამსწრე მასწავლებელი გაკვეთილს აფასებს ზემოაღნიშნული თვითდაკვირვების სქემის მიხედვით. გაკვეთილის ბოლოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის გაანალიზებას, თუ რამდენად დაემთხვევა ორივე მასწავლებლის შეფასება ერთმანეთს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ კომპონენტებს, რომლებზეც მასწავლებლებს შესაძლოა განსხვავებული შეფასება ჰქონდეთ. მასწავლებელთა ურთიერთდახმარების უნარის განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და თითოეული მასწავლებლის პროფესიული ზრდის ხელშესაწყობად. ამგვარი კოლეგიალური ურთიერთობები სკოლის წარმატებული ფუნქციონირების წინაპირობაა, აყალიბებს რა სკოლის პრესტიჟისა და სიძლიერის საძირკველს. ძლიერი სკოლა კი განათლებული და ზნეობრივად ჯანსაღი თაობის აღზრდის გარანტიაა, რაც შემდგომში ქვეყნის ძლიერებას უზრუნველყოფს.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=