COSERE | 35 კრიტიკულ მეგობართან მუშაობისას გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები: • დაცული გარემოს შექმნა. • კონფიდენციალურობის დაცვა აუცილებელია. • ტერმინი „კრიტიკული“ ეხება იდეას, შემოთავაზებას ან პრობლემას და არა პიროვნებას. • შენიშვნები და რეკომენდაციები მიღებული უნდა იქნას როგორც პროფესიული გამოწვევა და არა როგორც კრიტიკა. • ხელმისაწვდომობის, პროცესისადმი ერთგულების, სანდოობისა და პროგრესის შეფასებასთან დაკავშირებული მოლოდინები უნდა იყოს გაანალიზებული და შეთანხმებული. • კრიტიკულ მეგობართან შეხვედრის დღის წესრიგი უნდა იქნას წინასწარ გაწერილი და ურთიერთშეთანხმებული. • პასუხისმგებლობა ნაწილდება კრიტიკულ მეგობრებს შორის. • ღიაობისა და ურთიერთნდობის წახალისება. პროცესის გამჭვირვალობისათვის, „კრიტიკულ მეგობართან“ მუშაობის დაწყებამდე, უნდა დაიდოს წინასწარი შეთანხმება. ეფექტური თანამშრომლობისთვის, ასევე საჭიროა რამდენიმე ლოჯისტიკური საკითხის გათვალისწინება. რეკომენდებულია გადაიდგას შემდეგი თანმდევი ნაბიჯებიც: • გამართეთ სკოლაში საორიენტაციო შეხვედრა, რომელიც დაორგანიზდება სკოლის დირექციის, ხარისხის განვითარების გუნდის, საგნობრივი კათედრის ან კონკრეტული მასწავლებლების მიერ. შეხვედრა დაეხმარება მასწავლებლებს, გააცნობიერონ პროფესიული განვითარების აღნიშნული ფორმის არსი, მათ შორის პროცესში ჩართულ პირთა ფუნქცია-მოვალეობები, ძირითადი პრინციპები და სარგებელი. • შექმენით კრიტიკული მეგობრის წყვილები ან ჯგუფები. მასწავლებლებს შეუძლიათ თვითონ აირჩიონ ჯგუფის წევრები. • დიდი ზომის სკოლებში იდეალური იქნება „კრიტიკული მეგობრის“ ჯგუფის 4-დან 8-მდე მასწავლებლით დაკომპლექტება. პატარა სკოლებში კი უპირატესობა „კრიტიკული მეგობრის“ წყვილს მიანიჭეთ. • წევრები თანხმდებიან მუშაობის ძირითად პრინციპებზე და სიმბოლურად ხელს აწერენ შეთანხმებას. • შეიმუშავეთ სამუშაო ფორმატი - კრიტიკული მეგობრების შეხვედრები შეიძლება ჩატარდეს პირისპირ ან დისტანციურად, ისეთი ონლაინ პლატფორმების გამოყენებით, როგორებიცაა Google Drive ან Teams. აღნიშნული პლატფორმები იძლევა სინქრონული და ასინქრონული კომუნიკაციის, დოკუმენტების გაზიარებისა და უკუკავშირის მიწოდების საშუალებას. • პერიოდულად კრიტიკული მეგობრები რეფლექსიას აკეთებენ კრიტიკული მეგობრის როლში საკუთარი და კოლეგების ეფექტურობაზე.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=