COSERE_WP4_Handbook_KA

38 | COSERE 1.5. რეფლექსია და უკუკავშირი. უკუკავშირი არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც მოსაუბრე იღებს ინფორმაციას, თუ როგორ იქნა გაგებული მისი გზავნილი. ეს არის ღია პასუხი ინდივიდის ან ჯგუფისთვის იმის შესახებ, თუ როგორ იქნამათიქცევაინტერპრეტირებულისხვაადამიანების მიერ. უკუკავშირის ტექნიკის სისტემატური გამოყენება ხელს უწყობს ურთიერთობის ღიაობასა და სიცხადეს, რაც ეფექტური კომუნიკაციისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. უკუკავშირის კონცეფციის შემოღება და შემდგომი განვითარება უკავშირდება ამერიკელი ფსიქოლოგის, კურტ ლევინისა და მისი თანამოაზრეების სახელს. ერთ-ერთი სოციალური ფსიქოლოგიის სემინარის მიმდინარეობისას, მონაწილეებმა გამართეს გეგმიური თათბირი, რომლის დროსაც გააანალიზეს, ინტერპრეტაცია მოახდინეს და შეაფასეს ლიდერის, ჯგუფის თითოეული წევრისა და მთლიანად ჯგუფის ქცევა. დისკუსიის დროს გაკეთებული დასკვნები შეტანეს შემდგომი სემინარების დღის წესრიგში, რამაც უდიდესი როლი ითამაშა თითოეული მონაწილის განვითარებაში და ხელი შეუწყო ჯგუფის ზოგად დინამიკას, რასაც უკეთესი შედეგები მოჰყვა. ეს ინოვაციური და ეფექტური მეთოდი მკვლევრებმა სემინარის მიმდინარეობისას შეიმუშავეს. მაშასადამე, უკუკავშირის მიზანია ხელი შეუწყოს როგორც ინდივიდის, ისე მთლიანად ჯგუფის განვითარებას. თვითდაკვირვებით მონაწილეები საკუთარი ქცევის ეფექტურად მართვის უნარს იუმჯობესებენ. აღნიშნული მეთოდი ასევე მიზნად ისახავს ინტერპერსონალური ურთიერთობების ღიაობისა და სანდოობის განვითარებას, რაც ჯანსაღი კავშირებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის საწინდარია.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=