COSERE | 39 იორგ ფენგლერი გვთავაზობს უკუკავშირის 13 ფუნქციას: 1. უკუკავშირი ამარტივებს თვითგამორკვევას. 2. უკუკავშირი აძლიერებს ქმედებას. 3. პოზიტიური უკუკავშირი წახალისებაა. 4. უკუკავშირი გვეხმარება გამოვავლინოთ პრობლემური ასპექტები. 5. უკუკავშირი აუმჯობესებს სასწავლო პროცესს. 6. უკუკავშირი ზრდის მოტივაციას. 7. უკუკავშირი ხელს უწყობს მიზანმიმართულ საქმიანობას. 8. უკუკავშირი გვიუმჯობესებს სხვების დახმარების უნარს. 9. უკუკავშირი აძლიერებს ურთიერთგავლენას ინფორმაციის მიმღებსა და მიმწოდებელს შორის. 10. უკუკავშირი ახლოდან გვაჩვენებს პრობლემას. 11. უკუკავშირი გვეხმარება შემოთავაზების ზუსტ შეფასებაში. 12. უკუკავშირი გვეხმარება პროფესიული განვითარების დაგეგმვაში. 13. უკუკავშირი აუმჯობესებს გადაწყვეტილების ხარისხს. დოპლერი და ლაუთებურგი (2005) გვთავაზობენ ეფექტური უკუკავშირის ოთხ თანმიმდევრულ ეტაპს: 1. პოზიტიური უკუკავშირი ჯგუფის სხვა წევრებისთვის; 2. კრიტიკული უკუკავშირი; 3. შემდგომი თანამშრომლობის სურვილი და სტიმული; 4. შეჯამება და შენიშვნები უკუკავშირის მიმღების მხრიდან. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული ეფექტური უკუკავშირის მისაწოდებლად: • გუნდის ყველა წევრი უნდა აცნობიერებდეს უკუკავშირის დადებით ზეგავლენას. • გუნდის ყველა წევრი მზად უნდა იყოს ისწავლოს ახალი რამ და ჰქონდეს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. • გუნდში უნდა არსებობდეს ურთიერთნდობისა და დაცულობის ატმოსფერო. • მშვიდი სამუშაო გარემო და საკმარისი დრო აუცილებელია. • მოდერატორი უნდა იყოს სამაგალითო უკუკავშირის როგორც მიმწოდებელი, ასევე მიმღები. • გუნდის ყველა წევრი უნდა იცნობდეს და იცავდეს „თამაშის წესებს“. • უკეთესი გააზრებისა და გაზიარებადი გზავნილების უზრუნველყოფის მიზნით, უკუკავშირის მიმწოდებელი უნდა საუბრობდეს უკუკავშირის მიმღებისთვის გასაგებ ენაზე, აწვდიდეს ინფორმაციას, რომელიც შეესაბამება მიმღების ინტელექტუალურ და ემოციურ შესაძლებლობებს. • უკუკავშირი უნდა იყოს როტაციული, რათა თავიდან იქნას აცილებული უკუკავშირის მიმღებისა და მიმწოდებლის როლების ცალმხრივობა.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=