COSERE_WP4_Handbook_KA

40 | COSERE ქვემოთ გაეცნობით რამდენიმე რჩევას უკუკავშირის მიწოდების შესახებ: აღწერეთ და არ განსაჯოთ: უკუკავშირის მიმწოდებელმა ყურადღებით უნდა აღწეროს საკუთარი აღქმები, შეგრძნებები და დაკვირვებები; მიაწოდოს რეკომენდაციები გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად. აუცილებელია, უკუკავშირის მიმწოდებელმა თავი აარიდოს განსჯას ან მორალის კითხვას. ჯერ პოზიტიური უკუკავშირი, შემდეგ კრიტიკა: ეს მიდგომა უკუკავშირის მიმღებს თავს აგრძნობინებს დაფასებულად, აძლიერებს ნდობას და ზრდის მიმღებლობას კონსტრუქციული კრიტიკისადმი. მიაწოდეთ კონკრეტული უკუკავშირი: დარწმუნდით, რომ უკუკავშირი არის კონკრეტული, მკაფიოდ გამოხატული და გასაგები. მკაფიოობას აუმჯობესებს საერთო პროფესიული გამოცდილებიდან პრაქტიკული მაგალითების დასახელება. ზოგადი და აბსტრაქტული სახის უკუკავშირი სარგებელს არ იძლევა. ისაუბრეთ მხოლოდ საკუთარ პოზიციაზე: უკუკავშირის მიწოდებისას, გამოიყენეთ პირველი პირი (მაგ., „მე ვფიქრობ, რომ...“), ნაცვლად კოლექტიურ მოსაზრებებზე („ისინი ფიქრობენ...“) აპელირებისა. დაიცავით კონფიდენციალურობა: დაიცავით კონფიდენციალურობა უკუკავშირის სესიაზე განხილულ ყველა ასპექტთან დაკავშირებით; ინფორმაცია არ უნდა გასცდეს ჯგუფის ფარგლებს. ურჩიეთ და არ დააძალოთ: იქონიეთ თანამშრომლობითი ტონი და არა დირექტიული. შეხედეთ პრობლემას სხვისი თვალით: დაბალანსებული უკუკავშირისთვის, გაითვალისწინეთ უკუკავშირის მიმღებისა და ყველა მონაწილის საჭიროებები. მიაწოდეთ სასარგებლო უკუკავშირი: დარწმუნდით, რომ თქვენი უკუკავშირი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მიმღებზე. დროულად მიაწოდეთ უკუკავშირი: დროული უკუკავშირი ეფექტურია, თუმცა ამავე დროს გასათვალისწინებელია მიმღების მზადყოფნა უკუკავშირის მიღებისთვის. უკუკავშირის მიღების წესი: • იყავით აქტიური მსმენელი: ყურადღებით მოუსმინეთ უკუკავშირის მიმწოდებელს; თუ რამე გაუგებარია, დაუსვით კითხვები. • თავი აარიდეთ თავდაცვის ან კამათის რეჟიმში გადასვლას: თავი აარიდეთ თქვენი პოზიციის ჯიუტად დაცვას, რადგან ეს შესაძლოა კონფლიქტის მიზეზიც კი გახდეს. • გაითვალისწინეთ სასარგებლო რჩევები: გააანალიზეთ, თუ რომელი რჩევა იქნება თქვენთვის სასარგებლო მიღებული უკუკავშირიდან. • მიაწოდეთ უკუკავშირი უკუკავშირის მიმწოდებელს: მოგვიანებით, არაფორმალური საუბრისას, არ დაგავიწყდეთ უკუკავშირის მიმწოდებლისთვის უკუკავშირის მიწოდება მისივე რჩევების შესახებ, თუ რა აღმოჩნდა განსაკუთრებით სასარგებლოდარასაკამათო.ესმიდგომაუკუკავშირსწრიულიდაპროგრესირებადი პროცესის სახეს შესძენს.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=