COSERE | 41 შეფასება 1. რომელი მოდელის გამოყენებით ახორციელებს დამსწრე მასწავლებელი დაკვირვებას, გაკვეთილზე არსებული ზოგადი სიტუაციის გასაგებად? A. აღწერითი დაკვირვება B. ჩართული დაკვირვება C. ფოკუსირებული დაკვირვება სწორი პასუხია A. აღწერითი დაკვირვების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მომავალი დაკვირვების ფოკუსის განსაზღვრა; მაგალითად, მთლიანი სასწავლო პროცესის დაკვირვება. 2. რა არის კოლეგაზე დაკვირვების მთავარი მიზანი? A. მასწავლებლის კომპეტენციის დადგენა და მისი შეფასება; B. მასწავლებლის პროფესიული განვითარება, განმავითარებელი უკუკავშირის მეშვეობით; C. საუკეთესო მასწავლებლების სარეიტინგო სიის შედგენა. სწორი პასუხია B. პროცესში ორმხრივი ჩართულობა, სასკოლო ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერთ-ერთი ფორმაა, რომლის ფარგლებშიც კოლეგები ერთმანეთს გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებაში ეხმარებიან. 3. რომელი წესი უნდა დაიცვას უკუკავშირის მიმღებმა? A. მიიღოს ყველა რეკომენდაცია კითხვების დასმის გარეშე და აუცილებლად შეასრულოს თითოეული მათგანი. B. იყოს აქტიური მსმენელი, ყურადღებით მოუსმინოს უკუკავშირის მიმწოდებელს; თუ რამე გაუგებარი იქნება, დაუსვას დამაზუსტებელი შეკითხვები. C. ბოლომდე დაიცვას საკუთარი პოზიცია, თუნდაც ამან კონფლიქტი გამოიწვიოს. სწორი პასუხია B. იმისათვის, რომ უკუკავშირის მიმღებისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს კოლეგის უკუკავშირი, მას უნდა შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია აქტიური მოსმენის ტექნიკების გამოყენებით, ხოლო მიღებული უკუკავშირი მიზანმიმართულად გამოიყენოს საკუთარი პროფესიული განვითარებისათვის.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=