COSERE_WP4_Handbook_KA

42 | COSERE 4. ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციებიდან, რომელი უნდა იქნას გათვალისწინებული ეფექტური უკუკავშირის მიწოდებისას? A. უკუკავშირის მიწოდებისას მნიშვნელოვანია, რომ დამსწრემ ჩაინიშნოს გაკვეთილის მხოლოდ 1 უარყოფითი და 1 დადებითი მხარე, რათა აქცენტირება მოახდინოს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანზე; B. უკუკავშირის მიწოდებისას მნიშვნელოვანია, რომ დამსწრემ აღნიშნოს მხოლოდ გაკვეთილის უარყოფითი მხარეები, რათა დადებითი ასპექტების მითითებამ არ გადაიტანოს მასწავლებლის ყურადღება გაკვეთილის ძლიერ მხარეებზე; C. უკუკავშირის მიწოდებისას, მნიშვნელოვანია, დამსწრემ საუბარი დაიწყოს გაკვეთილის დადებით ასპექტებზე აქცენტირებით, შემდეგ მიუთითოს ის ელემენტები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს და შესთავაზოს კონკრეტული რეკომენდაციები ამ მიმართულებით. სწორი პასუხია C. იმისათვის, რომ უკუკავშირი იყოს კონსტრუქციული, დამსწრე მასწავლებელმა უნდა ისაუბროს გაკვეთილის როგორც დადებით, ისე გასაუმჯობესებელ ასპექტებზე, მიაწოდოს კონკრეტული რეკომენდაციები, რათა დაეხმაროს კოლეგას პროფესიულ განვითარებაში.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=