COSERE | 43 სადისკუსიო მაგალითი A თქვენმა კოლეგა ნინომ შეიმუშავა მათემატიკის სწავლების განსხვავებული მეთოდი, საგნის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაძლიერებისა და მათემატიკის ათვისების გაადვილების მიზნით. იგი დარწმუნებულია, რომ მეთოდი საინტერესო და სახალისოა, ამავდროულად, ამარტივებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულებას. როგორც სკოლის დირექტორს, გთხოვეს, რომ დაესწროთ ნინოს გაკვეთილს და შეაფასოთ, თუ როგორ მუშაობს პრაქტიკაში მისი ინოვაციური მეთოდი. გაკვეთილზე დასწრებამდე თქვენ გაეცანით მასწავლებლის მიერ არჩეულ სტრატეგიას. თუმცა, საგაკვეთილო პროცესის გაანალიზებისას, შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ თქვენმა კოლეგამ შესაძლოა მეთოდი არასწორად შეარჩია. შესამჩნევი იყო მოსწავლეთა დაინტერესების ნაკლებობა და, რაც მთავარია, ფიქრობთ, რომ სასურველი სწავლის შედეგები მიღწეული არ იქნა. გაკვეთილი სწრაფი უკუკავშირის მიწოდების გარეშე დატოვეთ და რატომღაც არც ქალბატონ ნინოს გამოუხატავს ინტერესი, მოესმინა თქვენი აზრი. თქვენ აპირებთ, რომ ხვალ მიაწოდოთ კონსტრუქციული უკუკავშირი ქალბატონ ნინოს. მოიფიქრეთ, თუ როგორ გამოხატავთ თქვენს მოსაზრებებს „კრიტიკული მეგობრის“ პერსპექტივიდან ისე, რომ ეს ყველაფერი კონსტრუქციულობის ფარგლებს არ გასცდეს. პასუხი: უპირველეს ყოვლისა, უკუკავშირი დაიწყეთ მასწავლებლის სურვილზე ფოკუსირებით, პრაქტიკაში მოესინჯა ახალი მეთოდი და გაეუმჯობესებინა აკადემიური შედეგები. ამის შემდეგ, სთხოვეთ მასწავლებელს დამოუკიდებლად შეაფასოს ჩატარებული გაკვეთილი. დაუსვით დამაზუსტებელი შეკითხვები, რაც მასწავლებელს გაკვეთილის კონკრეტული მომენტების გახსენებაში დაეხმარება. შედეგად, ის შეძლებს გაიხსენოს და დაადგინოს ის ასპექტები, რომლებმაც არ იმუშავა ეფექტურად გაკვეთილის მიმდინარეობისას. ამ ეტაპზე, არ არის აუცილებელი ცალსახად მიუთითოთ გასაუმჯობესებელი ასპექტები; ნაცვლად ამისა, მასწავლებელთან ერთად იმსჯელეთ, თუ შეძლებთ მეთოდის გაუმჯობესებას. გახსოვდეთ, უკუკავშირის მიწოდებისას, ისაუბრეთ პირველ პირში, იყავით კონსტრუქციული, ხაზგასმით აღნიშნეთ მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის დადებითი ასპექტები და გამოხატეთ მზადყოფნა, მოიძიოთ ალტერნატიული მიდგომები ხარვეზიან კომპონენტებთან დაკავშირებით.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=