44 | COSERE 1.6. თანამშრომლობითი პრაქტიკები – გაკვეთილის თანამშრომლობითი დაგეგმვა • სწავლების კონსტრუქტივისტული თეორია: გაცნობიერება იმისა, თუ როგორ ეხმიანება ერთობლივი დაგეგმვა კონსტრუქტივისტულ პრინციპებს. „პიაჟეს კონსტრუქტივიზმის თეორია ამტკიცებს, რომ ადამიანები ცოდნას აგებენ და მნიშვნელობას იყალიბებენ საკუთარი გამოცდილების საფუძველზე. პიაჟეს თეორია მოიცავს სწავლის თეორიებს, სწავლების მეთოდებსა და განათლების რეფორმას. ორი ძირითადი კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის მიერ ახალი ცოდნის კონსტრუირებას, არის აკომოდაცია და ასიმილაცია. ასიმილაციისას ადამიანი ახალ ინფორმაციას უკვე ნაცნობ გამოცდილებაში აერთიანებს. შედეგად, ივითარებს ახალ მსოფლმხედველობას, გადაიაზრებს ოდესღაც მცდარ შეხედულებებს, აანალიზებს, თუ რა არის მნიშვნელოვანი და საბოლოოდ იცვლის აღქმებს. მეორეს მხრივ, აკომოდაცია არის სამყაროს და ახალი გამოცდილების გადააზრება უკვე არსებული ინტელექტუალური შესაძლებლობების ფარგლებში. ადამიანი იყალიბებს კონკრეტულ ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სამყარო. როდესაც კონკრეტულ პირობებში რაღაც არ გამოდის, აუცილებელია მოლოდინების შედეგების შესაბამისად აკომოდაცია [გადააზრება]“ (TeAchnology, 2024). მოკლედ, კონსტრუქტივიზმი ემყარება მოსაზრებას, რომ ინფორმაცია მოგვეწოდება „კონვეიერულად“, რაც ნიშნავს, რომ თავდაპირველად ჩვენ ვიღებთ ახალ ინფორმაციას, შემდეგ ვახდენთ მის ასიმილაციას ჩვენი წარსული გამოცდილების კონტექსტში, ბოლოს კი, ვაკორექტირებთ ჩვენს მოლოდინებს იმ მსოფლმხედველობის შესაბამისად, რომელიც ამ პროცესის შედეგად გვიყალიბდება. იცით თუ არა, რა კავშირი არსებობს ამ პედაგოგიურ თეორიასა და გაკვეთილის ერთობლივ დაგეგმვას შორის? „გაკვეთილის თანამშემოქმედებითი დაგეგმვა ხორციელდება ერთობლივად, ერთზე მეტი ადამიანის მიერ. ასეთი თანამშრომლობა, როგორც წესი, ხორციელდება მასწავლებელთა წყვილებს ან ჯგუფებს შორის, კლასის საფეხურის ან საგნის შინაარსიდან გამომდინარე. პროცესში შესაძლებელია ასევე ინსტრუქტორი სპეციალისტების, პარაპროფესიონალების, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და სპეციალური პედაგოგების ჩართვა“ (ACSD, 2016). თანამშრომლობა, რომელიც გაკვეთილის ერთობლივ დაგეგმვას ახლავს თან, აღიარებული და გამოცდილი მეთოდია. ის პედაგოგს საშუალებას აძლევს შინაარსიანად ითანამშრომლოს კოლეგებთან და გამოიყენოს კოლექტიური ცოდნა მოსწავლეების აკადემიური შედეგების გასაუმჯობესებლად. აღნიშნული პრაქტიკა არსებითად კონსტრუქტივისტულ პრინციპებს ეყრდნობა, რამდენადაც მასში მონაწილე პედაგოგები, როგორც წესი, იყენებენ მათ ხელთ არსებულ პედაგოგიურ გამოცდილებას, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ გაკვეთილის ერთობლივ დაგეგმვაში. ასიმილაციის პროცესში, ყველა მონაწილე მასწავლებელი ახლად მიღებული ინფორმაციის რეფლექსიას აკეთებს საკუთარი პედაგოგიური გამოცდილებიდან გამომდინარედაახდენსაკომოდაციას,ანუარგებსამინფორმაციასთავისმსოფლმხედველობას. გაკვეთილის დამგეგმავები ეფექტურად ქმნიან ახალ ცოდნას ერთობლივი გამოცდილების გაზიარების პროცესში. ფიზიკური რეზულტატი - ერთობლივად დაგეგმილი გაკვეთილი ან გაკვეთილების სერია, წარმოადგენს გამოცდილებების შერწყმის შედეგად მიღებულ გვერდით პროდუქტს.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=