COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 69 • კითხვები დისკუსიისთვის: როგორია მონაწილეების გამოცდილება ემპათიასთან დაკავშირებით განათლების სფეროში არსებულ ინტერპერსონალურ ურთიერთობებში? რა უპირატესობა გააჩნია, მათი აზრით, ემპათიის გამოყენებას განათლებაში? რომელი კომუნიკაციის თეორია ეხმიანება მათ პედაგოგიურ ფილოსოფიას? • რეფლექსია: განიხილეთ, თუ როგორ აუმჯობესებს კომუნიკაციაში ემპათიის გამოყენება კოლეგებთან, მოსწავლეებსა და მშობლებთან ურთიერთობას. 2.2. აქტიური მოსმენა. კენდლინი და ჰედფილდი, რედაქტორები წიგნისა „აქტიური მოსმენა“ სერიიდან „კვლევები და რესურსები ენის სწავლებაში“, წინასიტყვაობაში აღნიშნავენ, რომ „მოსმენა დღეს სამართლიანად მიიჩნევა … კომუნიკაციის უნარის ფუნდამენტად“ (Rost & Wilson, 2013). ამ ქვაკუთხედის ბუნებრივი განვითარება კი არის აქტიური მოსმენა, რომლითაც შეგვიძლია გავაცნობიეროთ, თუ რა ადგილი უკავია მოსმენას ეფექტურ კომუნიკაციაში. აქტიური მოსმენის მნიშვნელობა კომუნიკაციაში დღეს იმდენად ფუნდამენტური და საყოველთაოდ აღიარებულია, რომ „კარგი კომუნიკაცია [მიიჩნევა, რომ იწყება] აქტიური მოსმენით“ (Leonardo, 2022). ის, რაც განასხვავებს აქტიურ მოსმენას პასიური მოსმენისგან, არის მსმენელის ჩართულობა, „რომელიც ახდენს მოსაუბრის ნათქვამის პერიფრაზირებას, საჭიროების შემთხვევაში უსვამს კითხვებს, ინარჩუნებს ზომიერ ან მაღალ არავერბალურ მონაწილეობას საუბარში“ (Weger et. al. 2014). მიუხედავად იმისა, რომ აქტიური მოსმენა საკმაოდ პოპულარული ტერმინია, მოსმენის პროცესში ცნობიერ ჩართულობას ასევე უწოდებენ „ემპათიურ მოსმენას, მოსაუბრე-მსმენელის ტექნიკას, რეფლექსიურ მოსმენას [და] დიალოგურ მოსმენას“ (Weger et. al, 2014) და სხვ. და მაინც, როგორ გავხდეთ აქტიური მსმენელი? ამისთვის მთავარია, გავაცნობიეროთ ის უამრავი ასპექტი, რომლებიც აღნიშნულ მიზანთან მიგვაახლოებს. აქტიური მოსმენა შეუძლებელია, თუკი, პირველ რიგში, არ გავიაზრებთ მოსმენის შემდეგ ფორმებს: პასიური, კრიტიკული და რეფლექსიური. პასიური მოსმენისას ჩვენ უბრალოდ „[საშუალებას ვაძლევთ] მოსაუბრეს ამოთქვას საკუთარი სათქმელი“ (Leonardo, 2022). ეს, ერთის მხრივ, შესაძლოა მარტივი მოგეჩვენოთ, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, განსახორციელებლად საკმაოდ რთულია! ზოგჯერ, ჩვენი სურვილი, წარმოვჩინდეთ მეორე ადამიანის მონაყოლით დაინტერესებულად, იმდენად დიდია, რომ უნებურად ვაწყვეტინებთ ხოლმე მას საუბარს, რაც საკმაოდ გამაღიზიანებელია. პასიური მოსმენა გვასწავლის მოთმინებას კომუნიკაციის პროცესში, ხოლო მეორე მხარეს აგრძნობინებს, რომ მისი ნათქვამი გაგებული იქნა. რეფლექსიური მოსმენა გარკვეულწილად სარკისებური არეკვლაა, რა დროსაც ვიმეორებთ მოსაუბრის ნათქვამის კონკრეტულ ელემენტებს, რათა ვაჩვენოთ, რომ მისი გზავნილი მიღებულია. აღნიშნული სამიდან კრიტიკული მოსმენა ყველაზე მეტ ჩართულობას გულისხმობს პროცესში, რა დროსაც ადამიანი „გამოთქვამს საკუთარ ანალიზსა და შეხედულებას მიწოდებული გზავნილის შესახებ“ (Leonardo, 2022). აქტიური მოსმენა კი სამივე ტექნიკის დემონსტრირებაა. აქტიური მოსმენის ზემოაღწერილი სამი ქვეჯგუფი ამავდროულად აუმჯობესებს სამ

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=