COSERE_WP4_Handbook_KA

70 | COSERE ფუნდამენტურ უნარს: გაგება, მიღება და გააზრება. „გაგება გულისხმობს მსმენელის … [ვინც უსმენს] ფოკუსირებას ახალი ინფორმაციის გაგებაზე ... მიღება გულისხმობს მოსმენას, მოსაუბრის საკვანძო იდეების გასაფილტრად … რა დროსაც მსმენელი სათანადო ყურადღებას აქცევს და კონცენტრირებულია არა მხოლოდ წარმოთქმულ სიტყვებზე, არამედ ასევე არავერბალურ მინიშნებებზეც... გააზრება კი ეფექტურად ასრულებს მოსმენის ხელოვნებას. გააზრება ნიშნავს მოსმენილის სათანადო ინტერპრეტირების აქტს, რომელიც აღქმას ამარტივებს“ (Khanna, 2020). თუმცა, აქტიური მოსმენის შემადგენელი სამი ძირითადი ფორმის, ისევე როგორც იმ სამი უმთავრესი უნარის გააზრება, რომლებიც მოსმენის პროცესში მონაწილეობს, ვერ შეცვლის სწავლისთვის აუცილებელ ერთადერთ და ჭეშმარიტ ხერხს - პრაქტიკა, პრაქტიკა, პრაქტიკა! კარგი ის არის, რომ აქტიური მოსმენა სასარგებლოა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში - არა მხოლოდ პროფესიულ კონტექსტში, არამედ პირად ურთიერთობებშიც. ამის გათვალისწინებით, მომავალში, როდესაც ვინმესთან საუბარს დააპირებთ, ყურადღება მიაქციეთ თქვენს იმპულსებს. გიჩნდებათ თუ არა შეგრძნება, რომ გარკვეულ მომენტში გსურთ შეაწყვეტინოთ მოსაუბრეს საუბარი? გაგიქრათ თუ არა ნაწილობრივ ინტერესი საუბრის მიმდინარეობისას? სრულად გააცნობიერეთ თუ არა მოსაუბრის მიერ ნათქვამი სიტყვები? ასეთი რეფლექსიური სავარჯიშოს შესრულება ძალიან სასარგებლო მეთოდია იმისთვის, რომ უფრო კეთილსინდისიერ კომუნიკატორად ჩამოყალიბდეთ. ამასთან, არ გაღიზიანდეთ ზემოაღნიშნულ იმპულსებზე, რომლებიც კომუნიკაციას განუყოფლად ახლავს თან - ეს ხომ ბუნებრივი პროცესია! რეფლექსია თავდაპირველად შესაძლოა არ მოგეწონოთ, მაგრამ თუ ხშირად გაიმეორებთ, მალე ჩვევად გადაგექცევათ! • როლური სავარჯიშო: ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეკრიბეთ რამდენიმე კოლეგა და ივარჯიშეთ აქტიურ მოსმენაში, როლური სიტუაციის გამოყენებით. მოისმინეთ კონსტრუქციული უკუკავშირი არავერბალურ სიგნალებთან დაკავშირებით და დაფიქრდით, თუ როგორ მოახდენთ ამ უკუკავშირის ინტეგრირებას თქვენს სამომავლო კომუნიკაციაში. თუკი აღნიშნული ტექნიკის გამოყენებას „რეალურ ცხოვრებაში“ გადაწყვეტთ, შეგიძლიათ, უბრალოდ სთხოვოთ კოლეგებს, რომლებთანაც რეგულარულად ურთიერთობთ, მოგაწოდონ გარკვეული კონსტრუქციული კრიტიკა ან უკუკავშირი, რომელიც მათ შესაძლოა ჰქონდეთ თქვენთან წარსული კომუნიკაციის შესახებ. ეს იდეა უდავოდ არასასიამოვნოდ ჟღერს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილად გამოგადგებათ! • ჯგუფური აქტივობა: ჩაერთეთ ერთობლივ სავარჯიშოში, რომელშიც თითოეული მონაწილე კონკრეტული სიტუაციის გააზრებაში მონაწილეობს. ეს შეიძლება იყოს გეგმიური სამუშაო თათბირი, რომელზეც განიხილავთ სასწავლო გეგმაში ან სამომავლო პოლიტიკაში ცვლილების შეტანის საკითხს. შეეცადეთ, გულმოდგინედ და ობიექტურად მიუდგეთ აქტივობას და გამოიყენეთ ზემოთ აღწერილი თეორია და ტექნიკები. • რეფლექსიის ჟურნალი: გააანალიზეთ, თუ რა როლი აკისრია ორმხრივობას კომუნიკაციის პროცესში. როგორ შეძლებთ კომუნიკაციის ორმხრივობისა და ბალანსის შენარჩუნებას თქვენს ურთიერთობებში?

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=