COSERE | 71 2.3. ასერტიული კომუნიკაცია. როგორც წინა ქვეთავში განვიხილეთ, განზრახვა და მნიშვნელობა ფუნდამენტურ როლს ასრულებსეფექტურკომუნიკაციაში.მიუხედავადიმისა,რომამყველაფრისგარკვეულწილად მანიპულირება შესაძლებელია, სპეციფიკური სტრატეგიების გამოყენებით ნათქვამზე კონკრეტული შთაბეჭდილების მოსახდენად, მაინც მსმენელის გადასაწყვეტია, თუ როგორ გაიგებს „სტრიქონებს შორის წაკითხულს“ - დადებითად თუ უარყოფითად! მოცემულ ქვეთავში, ყურადღებას გავამახვილებთ ჯანსაღი კომუნიკაციის სტილზე, რომელიც ერთი კონკრეტული მიზნით შემუშავდა: აღმოიფხვრას გაუგებრობა კომუნიკაციისას, ადამიანებმა შეძლონ საკუთარი აზრების მკაფიოდ გამოხატვა, სიტუაციის ესკალაციისა ან აგრესიული ფონის შექმნის გარეშე. ამგვარი კომუნიკაციის სტილი, რომელსაც ასევე ასერტიულს უწოდებენ, განსხვავდება კომუნიკაციის დანარჩენი ორი ძირითადი ფორმისგან - პასიური კომუნიკაცია და აგრესიული კომუნიკაცია. სავარაუდოდ, ასევე გსმენიათ კომუნიკაციის ჰიბრიდული სტილის შესახებ, რომელშიც პასიური კომუნიკაციისა და აგრესიული კომუნიკაციის ელემენტებია გაერთიანებული - სახელწოდებით „პასიურ-აგრესიული“ კომუნიკაციის ფორმა. თუმცაღა, ვინაიდან ამ ქვეთავის ძირითადი ფოკუსი ასერტიულობაა, უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ ამ კონკრეტულ თემას, ამასთანავე, დისკუსიას დავამატებთ იმ ფაქტორებს, რომლებიც ასერტიულობას დანარჩენი ორი ალტერნატივისგან გამოარჩევს.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=