COSERE_WP4_Handbook_KA

74 | COSERE მოცემულ მომენტამდე, არაერთხელ აღვნიშნეთ პირადი საზღვრების კონცეფცია ინტერპერსონალურ ურთიერთობებში: კერძოდ, აგრესიული მოსაუბრის უუნარობა, აღიაროს სხვა ადამიანის პირადი საზღვრები მაშინ, როცა პასიურმა მოსაუბრემ შესაძლოა უნებლიეთ დაარღვიოს საკუთარი საზღვრები კონფრონტაციის თავიდან აცილების მიზნით. მკაფიო და ჯანსაღი საზღვრების დადგენა - ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების უმთავრესი კომპონენტი - ბევრად უფრო მარტივია ასერტიული კომუნიკაციის სტილის განვითარების შემთხვევაში. ამ მიდგომისთვის დამახასიათებელი სიცხადე და ღიაობა ოსტატურად უვლის გვერდს ისეთ პრობლემას, რომლებსაც ბევრი პასიური მოსაუბრე აწყდება; კერძოდ, როდესაც საკმარისად არ საუბრობენ საკუთარ საჭიროებებსა ან განცდებზე. ამავდროულად, ასერტიული კომუნიკაცია მოსაუბრეს უჩენს განცდას, რომ მისი საზღვრები და საჭიროებები აღიარებულია და მას პატივისცემით ეპყრობიან - რაც არ ხდება აგრესიული კომუნიკაციის შემთხვევაში. შედეგად, ასერტიულობის გამოყენებისას, გაუგებრობები ნაკლებად წარმოიშობა, რაც ხელს უწყობს ნდობისა და ურთიერთგაგებაზე დამყარებული გარემოს ფორმირებას. ეს ყველაფერი არსებითად აყალიბებს პატივისცემას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ურთიერთობის განვითარებისა და შენარჩუნებისათვის. გარდა ამისა, ასერტიულობის უპირატესობის ნათლად დანახვა ასევე შესაძლებელია ისეთ სიტუაციებში, რომლებშიც საჭიროა ინტერპერსონალური კონფლიქტების მოგვარება. სამწუხაროდ, ცხოვრებაში კონფლიქტები გარდაუვალია, იქნება ეს პირადი თუ პროფესიული. შესაბამისად, როდესაც კონფლიქტი წარმოიშობა, ის ისე უნდა მოგვარდეს, რომ ორივე მხარეს გაუჩნდეს აღიარებისა და პატივისცემის განცდა, ასევე მკაფიო გაცნობიერება იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ კონკრეტული ფაქტის შემდეგ. ეს ყველაფერი აუცილებელია, როდესაც საქმე ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნებას შეეხება. მოცემული უნითის წინა ქვეთავში ჩვენ ვისაუბრეთ პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული აზროვნების შესახებ, რომელიც ასერტიული კომუნიკაციის სტილთან ასოცირდება. მხოლოდ ეს სიტყვებია საკმარისი იმისთვის, რომ აღიწეროს ის საკვანძო განსხვავება, რომელიც ასერტიულ მოსაუბრეს კონფლიქტების მოგვარების ჩემპიონად აქცევს; ასერტიული მოსაუბრე კომუნიკაციის სირთულეს თავიდანვე პრობლემის მოგვარების თვალით უყურებს. აგრესიულმა მოსაუბრემ კი, შესაძლოა კონფლიქტის მეორე მხარე წარმოაჩინოს პრობლემად და ჩათვალოს, რომ მხოლოდ საკუთარი მიზნების მიღწევით შეიძლება პრობლემის გადაწყვეტა. მეორეს მხრივ, პასიური მოსაუბრე, როგორც წესი, უშუალოდ კონფლიქტს მიიჩნევს პრობლემად - იმედოვნებს რა, რომ ამით სწრაფად შეძლებს დაპირისპირების დეესკალაციას, რათა კვლავ სტაბილურობამ დაისადგუროს. ამ დროს, აქტიური კომუნიკატორი ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას; ყველაზე ხშირად პრობლემის მიზეზი არასწორი კომუნიკაცია ან გაუგებრობაა. შესაბამისად, აქტიური მოსაუბრე, „დისტანცირებული“ პრობლემისგან იმ სიცხადის წყალობით, რომელსაც მას საკუთარი თავდაჯერებულობა ანიჭებს, იმყოფება უნიკალურ პოზიციაში - გადაჭრას პრობლემა, ხოლო კონფლიქტის მეორე მხარეს განიხილავს ისე, როგორც თანასწორს, რომელსაც გააჩნია თავისი უნიკალური ხედვა და მიზეზები, თუ რატომ გრძნობს თავს ისე, როგორც გრძნობს.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=