COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 75 წინა თავში, მოკლედ აღინიშნა კომუნიკაციის სტილის უნარი, გავლენა მოახდინოს ბევრად უფრო დიდ დინამიკაზე, ვიდრე უბრალო ინტერპერსონალური ურთიერთობებია; მაგალითად, გავლენა ოჯახსა და დასაქმების ადგილზე. ასეთ ჯგუფებში ან ნებისმიერ გუნდურ გარემოში, რომელშიც რამდენიმე ადამიანია ჩართული, ასერტიული კომუნიკაცია განსაკუთრებით ღირებულია, როგორც ღია და გულწრფელი დისკუსიის ხელშეწყობისა და მეგობრული გარემოს შექმნის საშუალება, სადაც ყველა ადამიანი თავს გრძნობს დაფასებულად და იცის, რომ მისი ესმით. თუმცა, ასერტიული კომუნიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია ბრაზის/უთანხმოების შემცირება, რისი მიღწევაც აღნიშნულ სტილს ნამდვილად შეუძლია. ბრაზი ნელი და საშიში საფრთხეა ჯანსაღი ურთიერთობებისთვის, თუმცა ღია და გახსნილი გარემოს ხელშეწყობით, მისი ზიანის პოტენციალი მნიშვნელოვნად მცირდება. გარდა ამისა, გუნდის ასერტიულობა ეხმარება ჯგუფის თითოეულ წევრს, დაიცვას ბალანსი გაცემასა და მიღებას შორის, რაც იმის გარანტიაა, რომ არც ერთი ადამიანის წვლილი არ დარჩება დაუფასებელი ან ზედმეტად დაფასებული. მართალია, ასერტიულობის უნარის განვითარება რთული ამოცანაა, მაგრამ ის მაინც არაერთ მკაფიო სარგებელთან ასოცირდება. როგორც კი ასერტიულობაში ვარჯიშს დაიწყებთ, მაშინვე შეამჩნევთ, რომ თქვენი ურთიერთობები ბევრად გაჯანსაღდება და, შესაძლოა, გაძლიერდეს კიდეც, არა მხოლოდ სამუშაო ადგილზე, არამედ პირად ცხოვრებაშიც. მე-2 უნითში, გავაგრძელებთ აღნიშნულ თემაზე დისკუსიას და შემოგთავაზებთ რამდენიმე საკვანძო რჩევას თვითგანვითარების ამ გადამწყვეტი ასპექტის გაუმჯობესების, არავერბალური ნიშნების ამოცნობისა და გამოყენებისა და იმის შესახებ,თუ როგორ მოვახდინოთ ასერტიულობის წინა ქვეთავში აღწერილ აქტიური მოსმენის კონცეფციასთან კომბინირება. • კოლეგებთან დისკუსია: ახლა კი შემოიკრიბეთ განათლების სფეროში მოღვაწე კოლეგები და გამართეთ მცირე დისკუსია. როგორია ყველა თქვენგანის პროფესიული გამოცდილება კომუნიკაციის სხვადასხვა სტილთან დაკავშირებით? რა უპირატესობა გააჩნია ერთ კონკრეტულ სტილს მეორესთან შედართებით? უნდა არსებობდეს თუ არა პროფესიონალურ გარემოში კომუნიკაციის სტილის ნაზავი? თუ უმჯობესია ყველა მონაწილე იყოს ასერტიული კომუნიკატორი? • სხეულის ენა და ტონი: არავერბალური სიგნალების მნიშვნელობა ასერტიულ კომუნიკაციაში.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=