76 | COSERE კომუნიკაციის ზოგიერთი ელემენტი “გადასათარგმნად” უფრო მარტივია, ზოგი კი - რთული. უხამსი სიტყვების გამოყენება, მაგალითად, აგრესიული კომუნიკაციის დრამატული და მკაფიო გამოხატულებაა. სპექტრის მეორე მხარეს კი ხშირი მობოდიშება, შესაძლოა, მიუთითებდეს კომუნიკაციის პასიურ სტილზე. ამგვარ სიტყვიერ „სიგნალებს“ ხშირად თან ახლავს ნაკლებად გამოხატული ქცევები, რომელთა მნიშვნელობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ასეთი ნიშნები და სიგნალები, როგორებიცაა: სახის გამომეტყველება, სხეულის ენა, ჟესტები და ხმის ტემბრი, როგორც წესი, ნაკლებად შესამჩნევია, ვიდრე მათი ვერბალური ანალოგები და გარკვეულწილად ქვეცნობიერის გამოვლინებაა. ისევე, როგორც ვერბალური კომუნიკაციის შემთხვევაში, არავერბალური ნიშნების გამოყენებითაც შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა. ეს განსაკუთრებით ეხება ასერტიულ კომუნიკაციას, რომელიც საკვანძო არავერბალური სიგნალების დასწავლას საჭიროებს კომუნიკაციის ზოგადი ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. წინაქვეთავშიგანვიხილეთმარტივირეალობაიმისშესახებ,თურისიმიღება„სურთ“ადამიანებს კომუნიკაციისას: შინაარსიანი ინტერაქცია, რომელიც შედარებით პროგნოზირებადია ან ყოველ შემთხვევაში, კომფორტული. როდესაც ვიკვლევთ ელემენტებს, რომლებიც დისკუსიას აზრიანს ხდის, ყველაზე ხშირად გამოვყოფთ ორ ასპექტს: გულწრფელობა და ავთენტურობა. ორივე ასპექტი აუცილებელია ასერტიული კომუნიკაციისას, ხოლო მათი გაძლიერება სწორი არავერბალური სიგნალებითაა შესაძლებელი. სათანადო ვიზუალური კონტაქტი, ღია და მოდუნებული პოზა, ასევე სახის გამომეტყველება, რომელიც საუბრის ბუნებრივ დინებასა და ნაკადს მიჰყვება, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ადამიანი გულწრფელი და ავთენტურია. შედეგად, ძლიერდება ნდობისა და დაცულობის განცდა, მარტივდება ავთენტური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარება. ურთიერთობის განვითარების ამ ეტაპზე და შემდგომშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასევე ხმის ტემბრს. ასერტიული მოსაუბრის სტაბილური ხმის ტემბრი თავდაჯერებულობისა და რწმენის გამოხატულებაა. შედეგად, გვიყალიბდება რწმენა, რომ მას ნამდვილად ესმის და შეუძლია დაიცვას ის, რაზეც საუბრობს. ამის საპირისპიროდ, ხმის კანკალი ან არამკაფიო ტემბრი ძირის გამომთხრელი ფაქტორებია ასერტიულობისთვის. გარდა ამისა, არავერბალური სიგნალები მჭიდროდ უკავშირდება წინა ქვეთავში განხილულ თემებს. აქტიურ მოსმენაზე საუბრისას ხაზი გაესვა მსმენელის ჩართულობის მნიშვნელობას. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს მარტივ არავერბალურ სიგნალებს, როგორებიცაა: თავის დაქნევა, ვიზუალური კონტაქტის შენარჩუნება და ინტერესის გამოხატვის მაჩვენებელი სხვა ქცევები, რომლებიც იმის დასტურია, რომ ადამიანს აინტერესებს ის, რაზეც მეორე პირი საუბრობს. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ ქცევებში ვლინდება ასერტიული მოსაუბრისთვის დამახასიათებელი ინკლუზიური დამოკიდებულება, რადგან იქმნება უფრო მეტი სივრცე იმ მოსაზრებების გასაზიარებლად, რომლებიც სხვა შემთხვევაში არასდროს გაჟღერდებოდა. ამის გათვალისწინებით, კვლავ დავუბრუნდეთ აქტიური მოსმენის თემას; კონკრეტულად, როგორ შევძლოთ აქტიური მოსმენის შეტანა ასერტიული კომუნიკატორის საკომუნიკაციო რეპერტუარში.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=