78 | COSERE საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე პრაქტიკული „ხრიკი“, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ერთი ძველი გამოთქმის თანახმად, “შენ გაქვს ორი ყური და ერთი პირი, ამიტომ ორჯერ მეტი უნდა მოისმინო, ვიდრე ლაპარაკობ”. ანდაზის სიბრძნე უდავოა, მაგრამ ასერტიული კომუნიკატორები, როგორც წესი, დაახლოებით 50/50-ის გადანაწილებას ანიჭებენ უპირატესობას. ასერტიულობისა და აქტიური მოსმენის კომბინირებისას მთავარია, მაქსიმალურად გაიზარდოს საუბრის 50%-ის ეფექტურობა. წინა თავში უკვე აღინიშნა დროდადრო საუბრის შეწყვეტინების მნიშვნელობა კითხვების დასასმელად ან აქტიური მოსმენისას მოსაუბრის ნათქვამის პერიფრაზირებისთვის. თუმცა, ამის გასაკეთებლად არსებობს შესაბამისი მეთოდი. „მოერიდეთ კითხვების დასმას სიტყვით „რატომ“ (Leonardo, 2022). კომუნიკაცია ყველა მხარისთვის უნდა იყოს კონსტრუქციული და ინკლუზიური, ამიტომ უმჯობესია, არ გამოიყენოთ ისეთი ტერმინები, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნას უარყოფითი ქცევის ან ხასიათის „გამოვლინებად“. მაგალითად, როდესაც ადამიანი გესაუბრებათ საკუთარი გადატვირთულობის შესახებ, ნაცვლად იმისა, რომ ჰკითხოთ „რატომ არ დაასრულე დოკუმენტის მომზადება?“, აჯობებს ჰკითხოთ: „შეძლებ დოკუმენტის განახლებული ვერსიის მოწოდებას? მე აქ ვარ შენს დასახმარებლად, თუკი დოკუმენტთან დაკავშირებით რაიმე კითხვა ან კითხვები გაგიჩნდება”. დაცულობის განცდის გაძლიერებითა და აქტიური მოსმენისას პირადი განზომილების კითხვებიდან ამოღებით, ჩვენ ვვარჯიშობთ ასერტიულობაში. გარდა ამისა, ვადგენთ საზღვრებს, მეორე მხარისთვის იმის შეხსენებით, რომ აღებული ვალდებულებები უნდა შესრულდეს, კონფრონტაციული ან დამუქრებითი ქცევის დემონსტრირების გარეშე. საუბარსა და მოსმენას შორის სწორი ბალანსის დამყარებისას დიდი მნიშვნელობა აქვს არავერბალური სიგნალების ამოცნობისთვის მზაობას. როდესაც ადამიანი საუბრისას პაუზას აკეთებს, სულის მოსათქმელად, ცდუნება იმისა, რომ გამოიყენოთ ეს მომენტი და საუბარში ჩაერიოთ, საკმაოდ დიდია. ნაცვლად ამისა, გამოიყენეთ „ღიმილი, თავის დაკვრა [ან] ერთსიტყვიანი კომენტარები, მაგალითად, „დიახ“... „აჰა“ [და ა.შ.] ... სახის გამომეტყველებასა და ჟესტებთან ერთად, რაც საუბარში დაინტერესების სიგნალს გააგზავნის“ (Leonardo, 2022) და მეორე მხარეს საშუალებას მისცემს, დაასრულოს საკუთარი აზრი. იმ შემთხვევაში, თუ ეჭვი შეგეპარებათ გზავნილის მართებულობაში, დუმილი, როგორც იტყვიან, ნამდვილად ოქროა. ხანდახან, ერთსიტყვიანი მინიშნებების ნაცვლად უბრალოდ თავის დაქნევა, ადამიანს უძლიერებს სურვილს, დაასრულოს აზრი. ეს მსმენელს საშუალებას აძლევს, ჩასწვდეს მოსაუბრის ფიქრების ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს, ასევე ქმნის კომფორტულ გარემოს საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობისთვის. გარდა ამისა, აღნიშნული მიდგომა აყალიბებს განცდას, რომ ნათქვამი გაგონილი იქნა, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომუნიკაციის დროს.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=