COSERE | 79 • როლური თამაში და უკუკავშირი: ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოიწვიეთ რამდენიმე კოლეგა და ივარჯიშეთ აქტიურ მოსმენაში როლური თამაშების გამოყენებით, წინა ქვეთავის მსგავსად. მიიღეთ კონსტრუქციული უკუკავშირი არავერბალურ მინიშნებებთან დაკავშირებით და მოიფიქრეთ, თუ როგორ შეძლებთ ამ უკუკავშირის ინტეგრირებას თქვენს სამომავლო კომუნიკაციაში. თუმცა, ამჯერად შეეცადეთ, დღის წესრიგში ასევე შეიტანოთ ასერტიული კომუნიკაციის ელემენტებიც. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ტექნიკის „რეალურ ცხოვრებაში“ გამოყენება გირჩევნიათ, უბრალოდ სთხოვეთ კოლეგებს, რომლებთანაც რეგულარულად ურთიერთობთ, მოგაწოდონ კონსტრუქციული კრიტიკა ან უკუკავშირი, რომელიც მათ შესაძლოა ჰქონდეთ თქვენ მიერ წარსულში განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ. ეს შესაძლოა არასასიამოვნოდ ჟღერდეს ერთი შეხედვით, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილად სასარგებლო იქნება! • რეფლექსიის ჟურნალი: გააანალიზეთ, თუ რამდენად შეუძლია ასერტიულ კომუნიკაციას თქვენი პროფესიული ურთიერთობების გაუმჯობესება.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=