80 | COSERE 2.4. პრობლემის მოგვარება. დღეს, მოსწავლეების საჭიროებები ისეთივე სისწრაფით ვითარდება, როგორითაც ტექნოლოგიები, რომლებიც მუდმივად იბრძვიან მათი ყურადღებისთვის, აიძულებენ რა საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სისტემებს გააფართოონ საზღვრები, ეპოქის ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად. თქვენ, როგორც სკოლის ლიდერი, საუკეთესო პოზიციაში იმყოფებით, რადგან შეგიძლიათ რეგულარულად დააკვირდეთ, თუ როგორ იცვლება მოსწავლეთა საჭიროებები. სასკოლო თემში თქვენი ცენტრალური როლის დამსახურებით, თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა გაეცნოთ და მოერგოთ სკოლის ცვალებად საჭიროებებს. და მართლაც, სკოლის დირექტორის თანამდებობა საშუალებას გაძლევთ საუკეთესოდ შეისწავლოთ თქვენი მოსწავლეები და სკოლა, ასევე განიჭებთ უფლებას - თუმცა პასუხისმგებლობასაც - მოიფიქროთ გამოსავლები ისეთი გამოწვევების საპასუხოდ, რომლებსაც თქვენი სკოლა ყოველდღიურად აწყდება. რა სახისაც არ უნდა იყოს პრობლემა - იქნება ეს გაცდენების დიდი რიცხვი, მშობლების ჩართულობის ნაკლებობა, მასწავლებლების პროფესიული გადაწვის პრობლემა, თუ სრულიად ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება დაწესებულებაში სასწავლო გეგმის ეროვნული რეფორმის განსახორციელებლად, სკოლის წინაშე არსებული გამოწვევები არის რეალური, კომპლექსური, მრავალფეროვანი და მოითხოვს ინოვაციურ გადაწყვეტას. როგორც ასეთი, სკოლას სჭირდება ახალი პერსპექტივები, ახალი ინსტრუმენტები და ახალი მიდგომები. როგორც ერთხელ ალბერტ აინშტაინმა აღნიშნა: ”ჩვენ ვერ გადავჭრით პრობლემებს იმავე აზროვნებით, რამაც ამ პრობლემებამდე მიგვიყვანა”.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=