COSERE | 81 პრობლემის გადაჭრა: რას ნიშნავს ეს? პრობლემის გადაჭრას კემბრიჯის ლექსიკონი განმარტავს, როგორც „პრობლემისათვის გამოსავლის მოძებნის პროცესს”1. ეს არის კოგნიტიური პროცესი, რომელიც მოიცავს პრობლემის იდენტიფიცირების, ანალიზისა და მოგვარების ეტაპებს. ეს არის გამოწვევის ან დაბრკოლების გადასაჭრელად ეფექტური გზების მოფიქრების უნარი, რათა მიღწეული იქნას სასურველი მიზანი ან შედეგი. პრობლემის გადაჭრა უნივერსალური რბილი უნარია, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში გამოიყენება, მათ შორის პერსონალურ, პროფესიულ და აკადემიურ სფეროში. პრობლემის ეფექტური გადაჭრისთვის საჭიროა კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, თანამშრომლობა, ადაპტაციისა და გამოცდილებიდან სწავლისთვის მზაობა. ადამიანები, რომლებიც კარგად ფლობენ პრობლემის გადაჭრის უნარებს, უფრო ეფექტურად უმკლავდებიან გამოწვევებს და იღებენ პოზიტიურ შედეგებს პირად თუ პროფესიულ ასპარეზზე. თქვენთვის, როგორც სკოლის ლიდერისთვის, უმნიშვნელოვანესია პრობლემის გადაჭრის უნარი, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდეთ რთულ და დინამიურ საგანმანათლებლო გარემოში ნავიგაციისათვის. პრობლემის ეფექტური მოგვარება დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ გამოწვევებს, გააუმჯობესოთ პროცესები და შექმნათ პოზიტიური სასწავლო გარემო. 1 Cambridge dictionary. Problem-solving. https://dictionary.cambridge.org/dictionary/english/problem-solving პრობლემის ბუნება: სტრუქტურირებული და არასტრუქტურირებული პრობლემა პრობლემის გადაჭრისას მნიშვნელოვანია, გააცნობიეროთ პრობლემის არსი გაიაზროთ, თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნება პრობლემა. ალისონის თქმით, პრობლემა არის გარემოება, რომელიც საჭიროებს დაფიქრებას ან/და მოქმედებას (1996). არსებობს პრობლემის ორი ძირითადი კატეგორია: სტრუქტურირებული პრობლემები და არასტრუქტურირებული პრობლემები. სტრუქტურირებულია პრობლემა, რომლის შესახებაც უკვე არსებობს გარკვეულწილად წინასწარ დადგენილი გადაჭრის გზები და მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები, ასევე კონკრეტული მეთოდები მიზნების შესრულების შესაფასებლად (Allison, 1996)2. მეორეს მხრივ, არასტრუქტურირებულია პრობლემა, რომელსაც ახასიათებს ღია ტიპის პროფილი, არამკაფიო მიზნები, სავარაუდო გადაჭრის გზები ან სავარაუდო წარმატების პერსპექტივა (Leithwood & Steinbach, 1995) 3. როგორც საგანმანათლებლო ლიდერი, დიდი ალბათობით, თქვენ არასტრუქტურირებულ პრობლემებს აწყდებით, რომელთა მოგვარებისთვისაც არ არსებობს კონკრეტული გამოსავალი, რომელსაც შეიძლება “სწორი” ან “არასწორი” ეწოდოს. 2 Allison, D. J. (1996). Problem finding, classification and interpretation: In search of a theory of administrative problem processing. In K. Leithwood, J. Chapman, D. Corson, P. Hallinger, & A. Hart (Eds.), International handbook of educational leadership and administration (pp. 477–549). Norwell, MA: Kluwer Academic. 3 Leithwood, K., & Steinbach, R. (1995). Expert problem solving: Evidence from school and district leaders. Albany, NY: State University of New York Press.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=