82 | COSERE პრობლემის მოლოდინი: სიტუაციური ცნობიერება რა მოხდება, თუკი პრობლემის წინასწარ განჭვრეტა და მოგვარება იქნება შესაძლებელი მანამ, სანამ ის პრობლემად ჩამოყალიბდება? როგორც ჯ. ვიზონი თავის კვლევაში „პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო უნარების განვითარება ახალბედა საგანმანათლებლო ლიდერებში“ აღნიშნავს, მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც სკოლის ლიდერის ფუნქციაში ბუნებრივადაა ჩადებული პრობლემების გადაჭრასთან მიმართებით, არის სიტუაციური ცნობიერების უნარის ფლობა4. ტერმინი სიტუაციური ცნობიერება გულისხმობს სკოლის სიღრმისეულ ცოდნას, რათა წინასწარ განჭვრიტოთ ყოველდღიური პოტენციური პრობლემები, ასევე ის პრობლემებიც, რომლებიც შესაძლოა მოგვიანებით წარმოიშვას. მოლოდინის მქონე ლიდერები მზად არიან, მართონ შესაძლო რისკები და შესაძლებლობები იმ ცოდნის გამოყენებით, რომელიც მათ სკოლის ფუნქციონირების შესახებ გააჩნიათ (Marzano et al., 2005) 5. პრობლემები, რომლებიც არ არის წინასწარ გათვლილი ან განჭვრეტილი, როგორც წესი, უშუალოდ სკოლის ხელმძღვანელებს წამოეჭრებათ ხოლმე, მაგალითად, ზრდასრული პირი ბავშვს დისციპლინისკენ მოუწოდებს, მშობელი პრეტენზიას აფიქსირებს პერსონალის მიმართ ან თანამშრომელი უჩივის კოლეგას და ა.შ. 4 https://journalofleadershiped.org/jole_articles/the-development-of-problem-solving-skills-for-aspiring-educational-leaders/ 5 Marzano, R. J., Waters, T., & McNulty, B. (2005). School leadership that works: From research to results. ASCD. ზოგადი პრობლემა, რომელიც შესაძლოა სკოლის მართვისას წარმოიშვას პრობლემის განჭვრეტისას პირველი და უმთავრესი ნაბიჯია ინფორმირებულობა სკოლაში არსებული ზოგადი პრობლემების შესახებ. და მართლაც, საგანმანათლებლო ლიდერის როლში, თქვენ, სავარაუდოდ, მრავალფეროვან პრობლემებს აწყდებით, რომლებიც შესაძლოა საერთო იყოს ყველა სკოლისთვის ან კონკრეტულად თქვენი დაწესებულებისთვის. მათი გათვალისწინება მნიშვნელოვანია, რათა შეძლოთ პრობლემების წინასწარ განჭვრეტა ან მალევე იდენტიფიცირება, მათი დაფიქსირებისთანავე სასწავლო დაწესებულებაში. ქვემოთ გაეცნობით გამოწვევებისა და პრობლემების მიკრო მიმართულებების არასრულ ჩამონათვალს, რომლებსაც, დიდი ალბათობით, თქვენც აწყდებით:
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=