COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 83 მოსწავლეები: • აკადემიური მიღწევები და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა: ◊ მოსწავლეების გამოკითხვა უკუკავშირის მისაღებად მათი სასწავლო გამოცდილების შესახებ. ◊ შესაბამისი გეგმების განხორციელება სწავლის სირთულეების მქონე მოსწავლეების დასახმარებლად და ზოგადი აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად. ◊ მოსწავლეთა სასწავლო პროცესში არასახარბიელო ჩართულობის პრობლემის მოგვარება. • ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა: ◊ მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კვლევა. ◊ მოსწავლეთა კეთილდღეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კონკრეტული მხარდაჭერის შეთავაზებით, მათ შორის ფსიქოლოგის კონსულტაციით. ◊ მოსწავლეთა სოციალური და ემოციური განვითარების ხელშესაწყობად შესაბამისი სტრატეგიების განხორციელება. მასწავლებლები: • თანამშრომლობა და კომუნიკაცია: ◊ ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა მასწავლებლებსა და პერსონალს შორის. ◊ კონფლიქტების განჭვრეტა და მოგვარება, ასევე პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნა კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით. ◊ პედაგოგებს შორის დისკუსიის, თანამშრომლობისა და პოზიტიური კონკურენციის შესაძლებლობების შექმნა. • კადრების დაქირავება და შენარჩუნება: ◊ მიმზიდველი სასკოლო გარემოს შექმნა მასწავლებლებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ სკოლაში დარჩენისა და მუშაობის სურვილი. • პროფესიული განვითარება: ◊ პროფესიული განვითარების მიმართულებით მასწავლებელთა საჭიროებებისა და სურვილების შესწავლა, შესაბამისი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შეთავაზება. ◊ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიების შემუშავება, სკოლის ხედვისა და მიზნების შესაბამისად. • ტექნოლოგიების ადაპტაცია და ინტეგრაცია: ◊ მასწავლებლების უნარების კვლევა ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით. ◊ ტრენინგებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რათა პედაგოგების უნარები მუდმივად იყოს ტექნოლოგიურ მიღწევებთან შესაბამისობაში, შეეძლოთ შესაბამისი ინსტრუმენტებისა და პლატფორმების ინტეგრირება პედაგოგიურ პრაქტიკაში. • შეფასება და ანგარიშვალდებულება: ◊ მასწავლებლებთან ერთად სამართლიანი და ეფექტური შეფასების სტრატეგიების შემუშავება. ◊ ანგარიშვალდებულების ზომებისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნების შეთანხმება.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=