84 | COSERE • ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა: ◊ მასწავლებლების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კვლევა. ◊ მასწავლებელთა კეთილდღეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კონკრეტული მხარდაჭერის შეთავაზებით, მათ შორის ფსიქოლოგის კონსულტაციით. ◊ მასწავლებელთა სოციალური და ემოციური განვითარების ხელშესაწყობად შესაბამისი სტრატეგიების განხორციელება. მშობლები: • მშობლებისა და თემის ჩართულობა: ◊ მშობლებსა და ფართო საზოგადოებასთან პოზიტიური ურთიერთობების ხელშეწყობა. ◊ მშობელთა ჩართულობის წახალისება სასწავლო პროცესებში. მონათესავე ასპექტები: • მრავალფეროვნება და ინკლუზია: ◊ მოსწავლეების სხვადასხვა საჭიროების მოგვარება, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა ან უცხოურ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეების მხარდაჭერა. ◊ ინკლუზიურობისა და თანასწორობის ხელშეწყობა პედაგოგიურ პრაქტიკაში. • სასკოლო კულტურა და კლიმატი: ◊ პოზიტიური სასკოლო კულტურის შექმნა და შენარჩუნება. ◊ ბულინგთან, მოსწავლეთა ყოფაქცევასა და პედაგოგის ეთიკასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. • უსაფრთხოება და დაცულობა: ◊ უსაფრთხოების დაცვის პროტოკოლის შემუშავება და დანერგვა მოსწავლეთა და პერსონალის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. ◊ კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირება და მართვა. სხვა: • ინფრასტრუქტურა და დამხმარე საშუალებები: ◊ სასკოლო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის ექსპლუატაცია და განახლება. ◊ გადატვირთულ საკლასო ოთახებთან ან მოძველებულ აღჭურვილობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. ◊ გათვალისწინება იმისა, თუ როგორ შეიძლება მოეწყოს ფიზიკური სივრცე სკოლაში მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობად. • საბიუჯეტო შეზღუდვები: ◊ ფინანსური რესურსების ეფექტური მართვა ბიუჯეტის შეზღუდვების პირობებში. ◊ თანხების სტრატეგიულად და გამჭვირვალედ გამოყოფა სასკოლო თემის მრავალფეროვანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=