COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 85 • წესების ცვლილება და შესაბამისობა: ◊ განათლებასთან დაკავშირებულ კანონებში, სტანდარტებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში ასახული ცვლილებების დანერგვა. ◊ რეგიონულ, ეროვნულ და ევროკავშირის დონეზე გაცემული მანდატების დაცვის უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნული გამოწვევების მიკრო ასპექტების ჩამონათვალი განსაკუთრებით სასარგებლოა პრობლემების განსაჭვრეტად. რასაკვირველია, აღნიშნული ჩამონათვალი შეგიძლიათ საბაზისო ინსტრუმენტად გამოიყენოთ, რათა შეისწავლოთ თქვენი სკოლის თემი აღნიშნული მიმართულებების კუთხით და დაადგინოთ მათი კმაყოფილების დონე. Google Forms, Survey Monkey ან Jotform მარტივად გამოყენებადი ონლაინ პლატფორმებია, რომლებიც შეგიძლიათ სასკოლო თემის გამოკითხვისას გამოიყენოთ. დროის გამოყოფა იმის დასადგენად, თუ რას ფიქრობენ ადამიანები თქვენს დაწესებულებაზე, არა მხოლოდ აგრძნობინებს მათ თავს დაფასებულად, არამედ მოგცემთ დამატებით შესაძლებლობას, გამოავლინოთ და მოაგვაროთ ნებისმიერი პრობლემა. გარდა ამისა, სასკოლო თემის გამოკითხვა დაგეხმარებათ, პროაქტიულად გააცნობიეროთ, თუ როგორ უნდა განახორციელოთ თქვენ, როგორც ხელმძღვანელმა, პოტენციური საჭიროებების მოგვარება.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=