86 | COSERE სკოლის ლიდერისთვის საჭირო უნარები პრობლემის ეფექტურად გადაჭრის პროცესში პრობლემის ეფექტურად მოგვარების უნარი, სკოლის ლიდერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნიჭია. თუმცა, აღნიშნული უნარი სხვადასხვა უნარის განვითარების შედეგად მიიღწევა. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე თვისება, რომელიც სკოლის ლიდერს პრობლემების წარმატებით გადაჭრაში ეხმარება: • ანალიტიკური აზროვნება, ანუ რთული სიტუაციის ანალიზისა და სიტუაციის მცირე კომპონენტებად დანაწევრების უნარი, პრობლემის ძირეული მიზეზების დასადგენად. • თანამშრომლობა, ანუ ძლიერი ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები, რომლებიც უზრუნველყოფს ნაყოფიერ თანამშრომლობას პრობლემის გადაჭრის პროცესში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან. • კომუნიკაცია, ანუ ეფექტური კომუნიკაციის უნარი, რომელიც საშუალებას აძლევს მოსაუბრეს გამოხატოს საკუთარი აზრები, შეაგროვოს ინფორმაცია და წარმართოს დისკუსია. • უწყვეტი სწავლა, ანუ ერთგულება მუდმივი პროფესიული განვითარებისადმი და სურვილი, ისწავლოს როგორც მიღწევებზე, ისე შეცდომებზე (თუ ახლა ამას კითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახართ!) • კრეატიულობა, ანუ მზადყოფნა იფიქროს განსხვავებულად პრობლემის პოტენციური გადაწყვეტის მოსაფიქრებლად. შემოქმედებითი უნარით შესაძლებელია ინოვაციური და ეფექტური მიდგომების შემუშავება. • კრიტიკული აზროვნება, ანუ კრიტიკულად და ობიექტურად აზროვნების უნარი, გადაწყვეტილების მიღებამდე არაერთი პერსპექტივისა და პოტენციური გამოსავლის გათვალისწინება. • გადაწყვეტილების მიღების უნარი, ანუ სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი, რომელიც საჭიროებს ბალანსის დაცვას სიღრმისეულ ანალიზსა და საჭიროების შემთხვევაში, სწრაფ მოქმედებას შორის. • ემპათია, ანუ სხვა ადამიანის პერსპექტივის, საჭიროებებისა და პრობლემების გაცნობიერებისა და გათვალისწინების უნარი. • რეფლექსია, ანუ თვითრეფლექსიაში ჩართვისა და მუდმივად უკუკავშირის ძიების უნარი, რათა მუდმივად გაიუმჯობესოს პრობლემის გადაჭრის უნარები და ლიდერობის ეფექტურობა. • სტრატეგიული ხედვა, ანუ სკოლის მისიისა და მიზნების მკაფიო ცოდნა, რაც სკოლის ლიდერს ეხმარება პრობლემის გადაჭრის ძალისხმევა სკოლის ფართო სტრატეგიულ მიმართულებას შეუსაბამოს. სკოლის ლიდერის რანგში მუდმივად უნდა ეცადოთ, განივითაროთ, შეინარჩუნოთ და გაიუმჯობესოთ ზემოაღწერილი თვისებები, რათა უკეთ იყოთ აღჭურვილი სკოლის სირთულეებთან გასამკლავებლად, პოზიტიური სასკოლო კულტურის შესაქმნელად და თქვენი სასკოლო თემის ზოგად წარმატებაში წვლილის შესატანად. პრობლემის ეფექტური მოგვარება სასკოლო გარემოში პრობლემის გადაჭრის ძირითადი ეტაპები პრობლემის გადაჭრის პროცესი მოიცავს 4 ძირითად ეტაპს: (1) პრობლემის იდენტიფიცირება; (2) პრობლემის გადაწყვეტის გენერირება; (3) პრობლემის გადაწყვეტების შეფასება და შერჩევა; (4) შერჩეული გადაწყვეტის განხორციელება და შემდგომი შეფასება:
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=